არანაირი ინფორმაცია არ არსებობს საქმის მასალების გადაცემასთან დაკავშირებით - დიმიტრი ჩიქოვანი
„უკვე არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნა თავის დასკვნაში, რომ ის მეთოდები, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობამ გამოიყენა პროტესტის დროს მონაწილეების, მათ შორის, ჩემს წინააღმდეგ, არის ძალადობრივი, არაადამიანური და ანტიდემოკრატიული.“- ამის შემსახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, დიმიტრი ჩიქოვანმა ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგის ანგარიშთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მასზე განხორციელებული ძალადობის საქმეზე არანაირი ინფორმაცია არ არსებობს:
უკვე არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ ის მეთოდები, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობამ გამოიყენა პროტესტის დროს მონაწილეების, მათ შორის, ჩემს წინააღმდეგ, არის ძალადობრივი, არაადამიანური და ანტიდემოკრატიული. ჩემს საქმეში გამოძიება ძალიან გვიან დაიწყო, მიმდინარეობს შეფერხებებით და დაზარალებულად ცნობაც დიდი დაგვიანებით მოხდა. რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ, კვლავ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს საქმის მასალების გადაცემასთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, რომ სრულად ვეთანხმები ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ამგვარ დასკვნას და დავეთანხმები აშშ-ის საელჩოს დღევანდელ პოსტს, რომ დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ.
ჩემზე თავდამსხმელების იდენტიფიცირება მალევე მოხდა ჩემი და მედიების მიერ მოპოვებული ვიდეოკადრებით. ყველამ ვიცით, რომ როდესაც „ქართულ ოცნებას“ რაიმე გამოძიება სურს, საათებში იძიებს და აქვეყნებს მასალას, მაგრამ 8 მაისის დაზარალებულების შემთხვევაში, ეს არ მომხდარა, რადგან თავად არიან როგორც დამკვეთები, ასევე შემსრულებლები, და, შესაბამისად, ამ საქმის გამოძიება „ქართული ოცნების“ ინტერესებში არ შედის.“- განაცხადა დიმიტრი ჩიქოვანმა.
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" მიმდინარე წლის აპრილი-მაისის თვეებში გამართული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა დარბევისა და მათზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ მონიტორინგის მოკლე ანგარიშს აქვეყნებს.
მონიტორინგის გუნდის შეფასებით, სამართალდამცველების მიერ პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოყენებული არაპროპორციული ძალის შემთხვევებიდან მრავალი არაადამიანურ მოპყრობას წარმოადგენს, ზოგიერთი მათგანი კი წამებას უტოლდება.