პუტინის რეჟიმი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გადახედვას არ აპირებს

04.10.24 14:36
პუტინის რეჟიმი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გადახედვას არ აპირებს

პუტინის რეჟიმი არ აპირებს გადახედოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას.

ეს გარანტიები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მისცა და  განაცხადა, რომ  მოსკოვი გააგრძელებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დახმარებას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“.

ამის შესახებ ლავროვმა მოსკოვში , ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ, ახსარ ჯიოევთან შეხვედრის დაწყების დროს განაცხადა.

ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მეგობრების დახმარებას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული სფეროს განვითარებაში და სახელმწიფოს გაძლიერების სხვა მიმართულებებში, როგორც ეს ორმხრივი შეთანხმებებით არის გათვალისწინებული. 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება“, – განაცხადა ლავროვმა.