დადგა დრო, რომ ჩვენ შევწყვიტოთ ურთიერთობა ამ ანტი-ქართულ ძალასთან - გიორგი ვაშაძე

04.10.24 14:45
დადგა დრო, რომ ჩვენ შევწყვიტოთ ურთიერთობა ამ ანტი-ქართულ ძალასთან - გიორგი ვაშაძე

“დადგა დრო მოვიშოროთ ივანიშვილი და “ ქართული ოცნება” იმისათვის, რომ წინ წავიდეთ და განვვითარდეთ. ამ ყველაფერს ალტერნატივა უკვე აღარ აქვს, ასეთი მკაფიო, პირდაპირი და ასეთი ერთაზროვანი არადროს არ ყოფილან ჩვენი პარტნიორები,- ამის შესახებ “ ერთიანობა ნაციონალური მოძრაბის” ერთერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, 26 ოქტომბერს ყველამ უნდა გასცეს პასუხი იმ ძალას, რომელსაც უნდა, რომ საქართველო მტერს დაუმორჩილოს. 

დღეს ევროკავშირმა პირდაპირ გამოაცხადა, რომ მან შეწყვიტა ურთიერთობა “ ქართულ ოცნებსათან”, ასევე ურთიერთობა შეწყვიტა აშშ-მ. შესაბამისად დადგა დრო, რომ ჩვენ შევწყიტოთ ურთიერთობა ამ ანტი-ქართულ ძალასთან, ძალასთან, რომელიც იზოლაციაში აქცევს ამ ქვეყანას, ძალასთან რომელსაც უნდა, რომ ქვეყანა მოსწყვიტოს ცივილიზილებულ სამყაროს. 
ძალასთან, რომელსაც უნდა რო  უებდურება და გაჭირვება მოიტანოს ამ ქვეყანაში. 

26 ოქტომბერი, ეს არის წყალგამყოფი დღე, ჩვენი პარტნიორები ასეთი მკაფიოები არასდროს არ ყოფილან. მხოლოდ ჩვენი გამარჯვებით შეგვიძლია სწრაფად წავიდეთ ევროკავშირისკენ, მხოლოდ ჩვენი გამარჯვებით შეგვიძლია  სიკეთე მოვიტანოთ ქვეყანაში.

დადგა დრო მოვიშოროთ ივანიშვილი და “ ქართული ოცნება” იმისათვის, რომ წინ წავიდეთ და განვითარდეთ. ამ ყველაფერს ალტერნატივა უკვე აღარ აქვს, ასეთი მკაფიო, პირდაპირი და ასეთი ერთაზროვანი არადროს არ ყოფილან ჩვენი პარტნიორები. 

ევროკავშირმა და აშშ-მ შეწყვიტა ურთიერთობა “ ქართულ ოცნებასთან”, დადგა დრო ჩვენ გავწყვიტოთ ურთიერთობა ამ ანტი ქართულ ძალასთან და წავიდეთ წინ ევროკავშირისკენ. 
მოვიშოროთ ბიძინა და “ ქართული ოცნება”. 

შევიდეთ ევროკავშირში, მოვიტანოთ კეთილდღეობა, 14 მლრდ ევრო, რომელიც ჩვენთვის გამზადებულია, შევქმნათ სამუშაო ადგილები, განვავითაროთ ქვეყანა, განავავითაორთ სოფელი და ქალაქი, დავაბრუნოთ ემიგრანტები  და დავიწყოთ დიდი აღმშნებლობა. 

დადგა დრო იმ დიდ უბედურებას რომელსაც “ ქართული ოცნება” ქვია ყველამ ერთად განაჩენი გამოვუტანოთ.  გავწყვიტოთ ურთიერთობა “ ქართულ ოცნებასთან”, წავიდეთ წინ ევროკავშირისკენ. 

ძალა, რომელსაც უნდა საქართველო დაუმორჩილოს მტერს, იმ ძალას ყველამ ერთად პასუხი უნდა გავცეთ 26 ოქტომბერს”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ