ხალხს სურს ცვლილებები, კეთილდღეობა, ევროპა და თავმოყვარე ხელისუფლება, რომელიც მტრის წინაშე ბოდიშს არ იხდის - ფავლენიშვილი
“აგარაშიც, ისევე როგორც მთელ საქართველოში ხალხს სურს ცვლილებები, კეთილდღეობა, ევროპა და თავმოყვარე ხელისუფლება, რომელიც მტრის წინაშე ბოდიშს არ იხდის.” - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
“აგარაშიც, ქარელის რაიონშიც, ყველგან აბსოლუტურად არის ცვლილებებს სურვილი, რადგან ხალხს მობეზრდა სიღარიბე, ემიგრაცია, ბოდიშის მოხდა იმ ადამიანებთან, რომლებმაც სახლ-კარი წაგვართვეს და გამოგვყარეს ჩვენი მიწა-წყლიდან და რა თქმა უნდა, ხალხს სურს კეთილდღეობა, სურს ევროპა, სურს განვითარება და სურს თავმოყვარე, ღირსეული ხელისუფლება, რომელიც მტრის წინაშე ბოდიშს არ იხდის, ამიტომ ცვლილება არის გარდაუვალი და ამ შეხვედრებზე ყველგან, მათ შორის აგარაშიც
ეს ჩანს.” - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.