"პირველების" წყაროს ინფორმაციით, კალაძის დაცვამ მოქალაქეს სცემა

04.10.24 15:05
"პირველების" წყაროს ინფორმაციით, კალაძის დაცვამ მოქალაქეს სცემა

"პირველების" წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ თბილისის მერის დაცვა ფიზიკურად გაუსწორდა მოქალაქეს, რომლის  შეძახილებიც კახი კალაძეს არ მოეწონა. 

წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შემთხვევა თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში მოხდა, სადაც კახი კალაძე მის გარემოცვასთან ერთად იმყოფებოდა. 

"პირველებისთვის" წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მერს მოქალაქის შეძახილები არ მოეწონა, დაცვამ კი ახალგაზრდა საპირფარეშოში ჩაიყვანა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

"პირველებმა" ინფორმაციის გადამოწმება თბილისის მერიაში სცადა - კახა კალაძის პრესსამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ დედაქალაქის მერი დღეს 19:00 საათზე ღონისძიებას მართავს, სადაც მედიას კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცემა. 

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყებაში აღნიშნავენ, რომ ძალადობის შესახებ პოლიციაში შეტყობინება არ შესულა. 

"პირველები" იმყოფებოდა სასტუმროშიც, სადაც წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ძალადობის ფაქტი მოხდა. 

დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ, რაც პრესსამსახური კი ამბობს, რომ "დღეს ადგილზე არანაირ ინცინდენტს ადგილი არ ჰქონია". მას შემდეგ რაც "პირველების" ჟურნალისტმა მას ჰკითხა, იყო თუ არა დაპირისპირება გასულ დღეებში, სასტუმროს პრესსამსახურმა ამ კითხვებს უკვე აღარ უპასუხა. 

პრესსამსახური ადასტურებს იმასაც, რომ საპირფარეშოში კამერები არ არის.