ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე "ოცნებაში" პირველ კომენტარებს აკეთებენ
ევროკავშირის ელჩის განცხადებას, სადაც პაველ ჰერჩინსკიმ "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერებს "სამარცხვინო და ამაზრზენი" უწოდა, მმართველი პარტიის დეპუტატების დიდი ნაწილი დუმილით ხვდება.
კანონმდებლების ნაწილმა “პირველების“ კითხვას საერთოდ არ უპასუხა და თქვა, რომ “ელჩის შეფასება არ მოუსმენია და არ იცის, რაზეა საუბარი.“
ვინც მედიასთან გაჩერდა, დოპლომატს სიტყვა დაუწუნა, დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა კი ჰერჩინსკი "საარჩევნო სუბიექტი" უწოდა.
“ჩვეულებრივი საარჩევნო სუბიექტია, რომელი ნომერია, გაგვაგებინონ და შემოვხაზავთ“, - უთხრა “პირველებს“ თენგიზ შარმანაშვილმა.
„ელჩისგან ასეთი სახის კომენტარი გასაკვირია“- განაცხადა სალომე ქურასბედიანმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკი "ოცნების" საარჩევნო ბანერებს სამარცხვინოს, შოკისმომგვრელს და ამაზრზენს უწოდებს.
ელჩის ამბობს, რომ მშვიდობა ევროკავშირსა და საქართველოში უკრაინელი ხალხის თავგანწირვით გვაქვს, ამიტომაც, მისი თქმით, უკრაინა და უკრაინელები ჩვენს უსაზღვრო პატივისცემას იმსახურებენ.
ცნობისთვის, "ოცნების" საარჩევნო ბანერები თბილისში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა - "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო პროპაგანდისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენობების ფოტოები გამოიყენა.