"სამარცხვინო, შოკისმომგვრელი და ამაზრზენი" - ჰერჩინსკი "ოცნების" საარჩევნო ბანერებზე
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი "ოცნების" საარჩევნო ბანერებს სამარცხვინოს, შოკისმომგვრელს და ამაზრზენს უწოდებს.
ელჩი ამბობს, რომ მშვიდობა ევროკავშირსა და საქართველოში უკრაინელი ხალხის თავგანწირვით გვაქვს, ამიტომაც, მისი თქმით, უკრაინა და უკრაინელები უსაზღვრო პატივისცემას იმსახურებენ.
თქვენ მკითხეთ ბილდორდებთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ ეს არის სამარცხვინო, შოკისმომგვრელი და ამაზრზენი. ჩვენ გვაქვს მშვიდობა ევროკავშირში, ჩვენ გვაქ მშვიდობა საქართველოში უკრაინელი ხალხის თავგანწირვით და ისინი იმსახურებენ ჩვენს უსაზღვრო პატივისცემას", - განაცხადა ელჩმა.
ცნობისთვის, "ოცნების" საარჩევნო ბანერები თბილისში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა - მმართველმა ხგუნდმა პროპაგანდისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენობების ფოტოები გამოიყენა.