ოპოზიციას არჩევნები არ აინტერესებს, არეულობისთვის ემზადებიან - პაპუაშვილი

17.08.21 14:43
ოპოზიციას არჩევნები არ აინტერესებს, არეულობისთვის ემზადებიან - პაპუაშვილი

,,ქართული ოცნების" დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის, მტკიცებით, ოპოზიციის წარმომადგენლები არეულობისთვის ემზადებიან და მათ თვითმმართველობის არჩევნები საერთოდ არ აინტერესებთ. 

ყველა ცხადად ვხედავთ, რომ ისინი თვითმმართველობის არჩევნებისთვის არ ემზადებიან, ისინი ემზადებიან არევისთვის. მათ ეს ეტყობათ იმაზე, რომ საარჩევნო პროგრამა არ აქვთ წარმოდგენილი, ვხედავთ, რომ საერთოდ არ საუბრობენ იმ საჭიროებებზე, რაც მოსახლეობას აქვს. მეორე, ეს ეტყობათ იმაზე, რომ ჯერ ვერ ასახელებდნენ კანდიდატებს, ვერ პოულობდნენ შესაბამის კანდიდატებს ადგილზე და ბოლოს ვნახეთ მერობის კანდიდატებად პარტიის ლიდერებისა და ნათესავების წარდგენა, რომლებსაც კავშირი არ აქვთ ამ რეგიონებთან. ჩანს, რომ მათ ამ არჩევნების მიმართ ინტერესი არ გააჩნიათ, ისინი ემზადებიან არა 2 ოქტომბრისთვის, არამედ 3 ოქტომბრისთვის, რომ კვლავ არეულობა დაიწყონ",- განაცხადა პაპუაშვილმა.