ცესკო: კანონის ამ რედაქციით, დევნილი ემიგრანტები, რომლებსაც იურიდიული მისამართი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ აქვთ, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ
სახალხო დამცველის მიმართვას საქართველოს ცენტრალურვ საარჩევნო კომისიაში პასუხობენ. საუბარია, ლევან იოსელიანის განცხადებაზე, რომელიც ცესკოს მოუწოდებს, უცხოეთში მყოფი დევნილები საარჩევნო სიაში შეიყვანოს.
ცესკოში განმარტავენ, თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება, იმსჯელებენ.
როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, დღეს მოქმედი კანონით, ადამიანები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან რეგისტრირებული, იურიდიული მისამართი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ აქვთ, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
კანონის ამ რედაქციით შეუძლებელი ხდება, რომ ამ ადამიანებმა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, სწორედ ამიტომ, სახალხო დამცველის დღევანდელი განცხადებაც ამას ეხმიანება ზუსტად, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმსჯელოს ამ საკითხზე და კანონქვემდებარე აქტით გადაწყვიტონ აღნიშნული საკითხი, სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით, არ ვიცი როდის იქნება ამის შესაძლებლობა, ბუნებრივია, ვადები იქნება გათვალისწინებული" - განაცხადა ცესკოს წარმომადგენელმა.