ფავლენიშვილი: აშშ რომ საქართველოში დემოკრატიას უჭერს მხარს, მათ შორის, საელჩოს ქარდებითაც და განცხადებებითაც, ბუნებრივია
"აშშ რომ საქართველოში დემოკრატიას უჭერს მხარს, მათ შორის, საელჩოს ქარდებითაც და განცხადებებითაც, ბუნებრივია, რადგან ის თავისუფლებისა და დემოკრატიის ყველაზე დიდი ქომაგია მსოფლიოში", - ამის შესახებ ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა აშშ-ის საელჩოს გვერდზე, ფეისბუქში გამოქვეყნებულ, დემოკრატიის მხარდამჭერ ქარდებზე საუბრისას განაცხადა.
ფავლენიშვილი ამბობს, რომ ქარდების გამოქვეყნება ბუნებრივია.
"აშშ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და, რა თქმა უნდა, მკაფიოდ გამოხატავს პოზიციას, რომელიც არის ჩვენი დასავლური შეხედულებებისადმი მხარდაჭერა. ეს არის ძალიან მარტივი და აშშ-სგან დემოკრატიისა და თავისუფლების მხარდაჭერას ველით არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ის არის დემოკრატიის ყველაზე დიდი ქომაგი მსოფლიოში და ის, რომ დემოკრატიას მხარს უჭერს საქართველოში, თავისი ქარდებითაც, მათ შორის, საელჩოს განცხადებებითაც, ეს, რა თქმა უნდა, ბუნებრივია", - განაცხადა ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა.