მათიკაშვილი ამტკიცებს, რომ როცა ელჩი ივანიშვილს აკრიტიკებს, ზიანს "საკუთარ თავს აყენებს"

04.10.24 17:23
მათიკაშვილი ამტკიცებს, რომ როცა ელჩი ივანიშვილს აკრიტიკებს, ზიანს "საკუთარ თავს აყენებს"

ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას, რომ "ივანიშვილი საკუთარ ფინანსურ  ინტერესს ქვეყნის ინტერესზე მაღლა აყენებს" "ქართული ოცნების" დეპუტატი, დავით მათიკაშვილი პასუხობს. 

დეპუტატი საკუთარ ლიდერს იცავს და ამტკიცებს, რომ ივანიშვილი ქველმოქმედია. 

“ოცნების“ წევრი ამბობს, რომ მსგავსი განცხადებებით ისინი ზინას საკუთარ თავს აყენებენ.

რამხელა ცინიზმია, როდესაც ადამიანი, როდესაც ვაფასებთ კონკრეტული დიპლომატის ღვაწლს ჩვწენი ქვეყნის მიმართ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, ბიძინ ივანიშვილის ღვაწლს, რომელმაც მარტო 3 მილიარდზე მეტი ქველმოქმედება გაიღო საკუთარი ქვეყნისთვის. საზოგადოების თვალთახედვიოთ, იმდენად არაფრისმთქმელია ასეთი პიროვნების მიერ, მსგავსი შეფასები გაკეთება, რომ საკუთარი თავის დაზიანების მეტს ეს ხალხი, არაფერს აკეთებს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს და ამბობს, რომ “თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა“.

დანიგანი პრობლემად მიიჩნევს იმასაც, რომ “პირი, რომელიც მართავს მთავრობასა და მმართველ პარტიას ამ ქვეყანაში, უარს ამბობს შეხვდეს საერთაშორისო მხარეებს“.