“ივანიშვილს ერთადერთი შანსი აქვს - ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება“ - ნიკა გვარამია

04.10.24 17:37
“ივანიშვილს ერთადერთი შანსი აქვს - ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება“ - ნიკა გვარამია

კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ გარანტიების კუთხით, ივანიშვილს ერთადერთი შანსი აქვს - „ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება“.

გარანტიებზე კითხვა აქტიალური მას შემდეგ გახდა, რაც ამის შესახებ "რადიო თავისუფლებამ" საქართველოში აშშ-ის ელჩს პირდაპირ ჰკითხა.

არ ვიცი, ივანიშვილს რისი გარანტია სჭირდება, მაგრამ პირველ რიგში ამისთვის ქართულ პოლიტიკურ სპექტრს უნდა ესაუბროს, ასევე ცხადია, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მაგრამ საქართველოში გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი იღებს და მათ მიერ არჩეული წარმომადგენლობა.

ივანიშვილის ერთადერთი შანსი, ნებისმიერი გარანტიების კუთხით, ეს არის დემოკრატიულ კალაპოტში დაბრუნება და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, მას სხვა შანსი არ აქვს“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.