პაატა დავითაია: ოკუპანტი არაფერზე დაიხევს უკან. კრემლის განცხადებები საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას

04.10.24 17:52
პაატა დავითაია: ოკუპანტი  არაფერზე დაიხევს უკან.  კრემლის  განცხადებები  საფრთხეს უქმნის  ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მორიგი განცხადება  ცალსახად აჩვენებს, რომ კრემლის მხრიდან ქართულ  სახელმწიფოზე  მიმდინარეობს ზეწოლა.  ოკუპანტი  არაფერზე დაიხევს უკან,   მასთან  კომპრომისი და  დათმობა არაფრის მომტანი არ არის     - ამის შესახებ პარტია „ ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა 

თუ  ხელისუფლებაში  ვინმეს აქვს  ილუზია, რომ რუსეთთან  მოლაპარაკებების რესურსი არსებობს და ამ გზით შესაძლებელია   რაიმე საკითხის, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის  მოგვარება,  არის აბსურდი.   

დღეს  ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, გაუმჯობესდეს ურთიერთობები  ჩვენს დასავლელ  პარტნიორებთან,  მხოლოდ  ევროკავშირი და ნატო  უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და სიძლიერეს, ასევე  ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას მშვიდობიანი გზით.   
  მოვუწოდებ მთავრობას, გადადგას ყველა  ნაბიჯი იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას.  შესრულდეს  ცხრა  პუნქტი,   რაც მოწოდებულია ევროკავშირიდან, პირველ რიგში გაუქმდეს „რუსული კანონი“  და  ჩატარდეს არჩევნები  სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში. 
მოვუწოდებ  საგარეო საქმეთა სამინისტროს დაარღვიოს დუმილის რეჟიმი, რომელშიც იმყოფება ბოლო პერიოდში, მკაცრი რეაგირება მოახდინოს  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებზე, რომელიც საფრთხეს უქმნის  ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას"  - აცხადებს პაატა დავითაია.

პუტინის რეჟიმი არ აპირებს გადახედოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას.

ეს გარანტიები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მისცა და  განაცხადა, რომ  მოსკოვი გააგრძელებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დახმარებას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“.