“ოცნებამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ყველამ ღიად გადაწყვიტა საუბარი“ - ექსპერტები
აშშ-ის ელჩის ხმაურიანი გზავნილები - საერთაშორისო მიმართულების ექსპერტები ამბობენ, რომ საგანგაშოა, როცა დიპლომატს უწევს, ღიად დაარქვას ყველაფერს თავისი სახელი, რადგან მმართველ პარტიასთან ურთიერთობა შედეგიანი აღარ აღმოჩნდა.
რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს- ექსპერტების თქმით, ეს მაშინ დასჭირდება ივანიშვილს და მაშინ იზრუნებს, თუ კი ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება არ მოხდება და არ აღიარებს მარცხა, თუმცა მათ არჩევნების სამართლიანად ჩატარების იმედი არ აქვთ.
თუ ღია გაყალბებას შეეცადნენ, რისი ალბათობაც არის, მაშინ პროცესი გადავა ქუჩაში და მერე უკვე ვეღარნაირ გარანტიებზე ვეღარ ვისაუბრებთ. თუმცა, თუ წყნარად მოხდა გადაბარება და არჩევნების შედეგები აღიარა, აგებს ყველანაირი გამოკითხვით, მაშინ შეიძლება საუბარი, რომ ახალი ფურცლით დავიწყოთ.
პირადი გარანტიები, არ ვიცი, როგორც მოლდოვაში მოხდა, ადგა, წავიდა, დატოვა ქვეყანა, სრულიად შესაძლებელია, მაგრამ ისევ ხაზს გავუსვამ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ შეეცდება გაყალბებას. გაყალბების შემთხვევაში შეუძლებელია“, - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
აშკარაა, რომ ივანიშვილი თავისი პირადი ინტერესებს გაცილებით მაღლა აყენებს, ვიდრე პირად ინტერესებს, საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ ყველამ ღიად გადაწყვიტა ამაზე საუაბრი. ეს ერთის მხრივ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მკაფიოდ გამოხატული ინტერესების საწინააღმდეგოა, მეორეს მხრივ კი, ანგრევს ჩვენი ქვეყნის მომავალს“- ამბობსა დავით სიხარულიძე.
აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს და ამბობს, რომ “თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა“.
დანიგანი პრობლემად მიიჩნევს იმასაც, რომ “პირი, რომელიც მართავს მთავრობასა და მმართველ პარტიას ამ ქვეყანაში, უარს ამბობს შეხვდეს საერთაშორისო მხარეებს“.