პუტინმა ერთაშორის ურთიერთობათა საბჭოში "ქართული დიასპორის" ხელმძღვანელი შეიყვანა
რუსეთში "ქართული დიასპორის" ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტთან არსებული ერთაშორისი ურთიერთობების საბჭოს შემადგენლობაში შეიყვანა - ამის შესახებ ინფორმაციას სამთავრობო მედია TASS აქვეყნებს.
როგორც TASS იტყობინება, შესაბამის ბრძანებაში ცვლილებას რუსეთის პრეზიდენტმა ხელი დღეს, 4 ოქტომბერს მოაწერა.
საბჭოს შემადგენლობაში შეყვანილ იქნეს დავით ცეცხლაძე - საზოგადოებრივი ორგანიზაციის "რუსეთში ქართული ფედერალური ნაციონალ-კულტურული ავტონომიის" პრეზიდენტი", - ნათქვამია ბრძანებაში.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ერთაშორისი ურთიერთობების საბჭო 2012 წელს შეიქმნა. რუსული მედიის თანახმად, აქამდე "ქართული დიასპორის" წარმომადგენელი საბჭოს შემადგენლობაში არ შედიოდა.