ვაშინგტონის შემდეგ ბრიუსელშიც - "ოცნების" ლიდერებისთვის ყველა კარი იხურება
ვაშინგტონის შემდეგ ბრიუსელშიც - "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის ყველა კარი იხურება. ევროკავშირის ელჩმა დღეს საქართველოს ხელისუფლებას დამარცვლით უთხრა, თუ რა შემთხვევაში დაიკეტება ევროკავშირის კარი სამუდამოდ.
პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის სახელით ივანიშვილს უკანასკნელ გაფრთხილებას აძლევს, რომ ერთპარტიული სახელმწიფოს ადგილი ევროკავშირში არ არის. დღეს ელჩმა, პრაქტიკულად, დაადასტურა, რომ თუ "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო დაპირებას, ოპოზიციის აკრძალვის შესახებ, აღასრულებს, მაშინ ივანიშვილის გუნდის პირობებში საქართველოსთვის ევროგაერთიანების კარი დაიხურება.
არჩევნებამდე 22 დღით ადრე პოლონელმა დიპლომატმა პირდაპირ თქვა, რომ ევროკავშირი არჩევნების გაყალბებაზე თვალს არ დახუჭავს. ირკვევა, რომ ევროკავშირს უკვე აქვს გეგმა, როგორ უპასუხებენ "ოცნებას", თუ 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.