ეძებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი უსაფრთხოების გარანტიებს დასავლეთში და რის სანაცვლოდ?

04.10.24 20:08
ეძებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი უსაფრთხოების გარანტიებს დასავლეთში და რის სანაცვლოდ?

ამერიკის ელჩი ბიძინა ივანიშვილს პირველად და საჯაროდ ამხელს - დიპლომატს ხელისუფლების დეზინფორმაციულმა კამპანიამ აიძულა, ღიად ეთქვა, რომ ივანიშვილმა კავშირი პარტნიორებთან მისი კერძო დავის გამო გაწყვიტა.

ივანიშვილი მათ არ ხვდება და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოსთან ქვეყნის ურთიერთობაში ბზარებიც სწორედ მისი ფულის გამო გააჩინა. რობინ დანიგანი "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ პირი, რომელიც მთავრობას და ქვეყანას მართავს, მის პირად ფინანსურ ინტერესებს ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა აყენებს. 

პრობლემურია, როცა პირი, რომელიც კარგად ცნობილია, რომ მართავს მთავრობასა და მმართველ პარტიას ამ ქვეყანაში, უარს ამბობს შეხვდეს საერთაშორისო მხარეებს, სტრატეგიულ პარტნიორებს, მის მიმართ ფინანსური სანქციების დაკისრებაზე საკუთარი მცდარი აღქმის გამო. ანუ, თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა" - ამბობს რობინ დანიგანი "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში.

ამასთან, ელჩმა, ფაქტობრივად, პირდაპირ თქვა, რომ "ქართულ ოცნებას" ამერიკაში ტრამპის გამარჯვებაც კი ვერ უშველის, რადგან შეერთებულ შტატებში "ოცნების" შესახებ სრული თანხმობაა და მის ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას ბაიდენის და ტრამპის გუნდი ერთნაირად აკრიტიკებს. 

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.