პუტინს რუსი ოლიგარქები ემიჯნებიან

04.10.24 20:27
პუტინს რუსი ოლიგარქები ემიჯნებიან

რუსი ოლიგარქები ნელ-ნელა კრემლის წინააღმდეგ მიდიან - თვითგადარჩენისთვის მზად არიან, გასცენ ინფორმაცია ოკუპანტ პრეზიდენტზე. ერთ-ერთი მათგანი პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრი, მიხეილ გუცარიევია. ოლიგარქი მზად არის რუსი დიქტატორის გეგმები ამერიკულ "ეფ ბი აის" გაანდოს, სანაცვლოდ კი სანქციების მოხსნას ითხოვს.

საერთაშორისო მედია ამ გარიგების შუამავლად ქართველ ყოფილ პოლიციელს ასახელებს, რომელიც ორმაგი აგენტი აღმოჩნდა. ჩეხური მედიის საგამოძიებო მასალაში ქართველი ყოფილი ძალოვანი მხოლოდ ინიციალებით არის მოხსენიებული. ლ.გ. სწორედ იმ პიროვნების ინიციალებია, რომელიც გუცარიევის ამერიკულ სპეცსამსახურებთან შეხვედრას ორგანიზებას უწევდა. 

თავად გუცარიევი, რომელიც პუტინის კარის ბიზნესმენად ითვლება, ბიძინა ივანიშვილის რუსული ქონების ამჟამინდელი მეპატრონეა. 2012 წელს სწორედ მას გადაუფორმა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს 1 მილიარდის ქონება.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.