არჩევნებამდე 22 დღით ადრე ევროსაბჭოდან წამოსული კრიტიკა - "ოცნება" დამნაშავეს ისევ დასავლელ პარტნიორებში ეძებს

04.10.24 20:23
არჩევნებამდე 22 დღით ადრე ევროსაბჭოდან წამოსული კრიტიკა - "ოცნება" დამნაშავეს ისევ დასავლელ პარტნიორებში ეძებს

არჩევნებამდე 22 დღით ადრე ევროსაბჭოდან წამოსული უმწვავესი კრიტიკის ფონზე, "ქართული ოცნება" დამნაშავეს ისევ დასავლელ პარტნიორებში ეძებს. საპარლამენტო ასამბლეაში პირდაპირი ამბობენ, რომ ხელისუფლება არჩევნების მისატაცებლად ემზადება და იმ  შემთხვევაში, თუ "ქართული  ოცნება" ანტიდემოკრატიულ მოქმედებს არ შეწყვეტს, შესაძლოა, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებას საფრთხე შეექმნას. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას ეუბნება, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მოექცა, რაც სამართლიანი და დამოუკიდებელი არჩევნების გარანტი ვერ იქნება. 

საქართველოდან შემოდის საგანგაშო ცნობები, რომლებიც, როგორც ჩანს, მიუთითებს იმაზე, რომ მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოსაპარად ემზადება...

საბოლოოდ, როგორც ჩანს, ცენტრალური საარჩევნო კომისია ახლახან მმართველი პარტიის კონტროლის ქვეშ მოექცა", - წერია განცხადებაში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების განცხადების ფონზე, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მმართველი პარტიის დაშინების კამპანიამ დასავლეთს ივანიშვილის პარტიის რეალური განზრახვები კიდევ ერთხელ დაანახა. 

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.