ემიგრანტი დევნილების ბედი არჩევნებზე - რას ამბობენ ცესკოში?
სახალხო დამცველის მიმართვა ცესკოს - ლევან იოსელიანი ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას პირდაპირ ეუბნება, რომ კონსტიტუცია არ დაარღვიოს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დევნილ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცემა.
ცესკო ისევ კანონს იშველიებს, სადაც ხარვეზი წლებია არის, მაგრამ მის გამოსწორებაზე არც საარჩევნო ადმინისტრაციას და არც "ქართულ ოცნებას" არ უფიქრია. ახლა კი დევნილები უწყებიდან უწყებაში რეკავენ, მაგრამ პასუხს ვერ იღებენ კითხვაზე - რატომ არ აძლევს მათ სახელმწიფო გადამწყვეტ არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას.