ხელისუფლების მიერ დაუსჯელი მოძალადეები - არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული სამართალდამცავები პასუხისმგებლობის მიღმა არიან

04.10.24 20:32
ხელისუფლების მიერ დაუსჯელი მოძალადეები - არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული სამართალდამცავები პასუხისმგებლობის მიღმა არიან

ხელისუფლების მიერ დაუსჯელი მოძალადეები. ადამიანები, რომლებიც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ წამებაში, არაადამიანურ მოპყრობასა და ძალის გადამეტებაში არიან მხილებულები, პასუხისმგებლობის მიღმა არიან.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა დარბევისა და მათზე ანგარიშსწორების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც წერია, რომ სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ განხორციელებული ანგარიშსწორება წამების ტოლფასია. 

სამართალდამცველების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების მიუხედავად, არათუ ვინმეა დაკავებული, არამედ ყველა მოძალადე ამ დრომდე კვლავ ძალოვანი უწყების თანამშრომელია. 

"ადამიანის უფლებათა დაცვის"  ცენტრის მიერ მომზადებული დასკვნა, უფრო მანამდე კი სატელევიზიო კადრები, სრულ შესაძლებლობას იძლეოდა, რომ  ყველა მოძალადის იდენტიფიცირება მომხდარიყო და  მათ წინააღმდეგ საქმე აღძრულიყო, თუმცა საგამოძიებო უწყებებს არცერთი სავარაუდო დამნაშავე დაკითხვაზე დაბარებულიც კი არ ჰყავს. 

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.