გაუსწორდა თუ არა ახალგაზრდა კაცს კალაძის დაცვა ფიზიკურად? - თბილისის მერის დაცვის სამსახური დუმილის რეჟიმშია
კახა კალაძის დაცვის სამსახური დუმილის რეჟიმშია გადასული - არცერთი არ პასუხობს კითხვას, გაუსწორდნენ თუ არა ახალგაზრდა კაცს ფიზიკურად სასტუმროს საპირფარეშოში. თბილისის მერი მომხდარს უარყოფს. "პირველებს" კი წყარო უყვება, რომ, სავარაუდოდ, კალაძის დაცვამ უმოწყალოდ სცემა მოქალაქე, რომელიც თბილისის მერს შეძახილებით დახვდა.
ფაქტი დედაქალაქის ცენტრში, ერთ-ერთი სასტუმროს საპირფარეშოში მოხდა, სადაც ახალგაზრდა კაცი ძალით შეათრიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. "პირველებმა" ამბის გადამოწმება სასტუმროს პერსონალთან სცადა.