არ უნდა დაუჯერო, აცდენილები არიან რეალობისგან - პაპუაშვილი გახარიას გუნდზე

17.08.21 15:25
არ უნდა დაუჯერო, აცდენილები არიან რეალობისგან - პაპუაშვილი გახარიას გუნდზე

,,ქართულ ოცნებას" გიორგი გახარიას განცხადებების უკვე აღარ სჯერა. მმართველ პარტიაში ირწმუნებიან, რომ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს არ უთვალთვალებენ.

"ოცნების" წევრები უკვე ყოფილ თანაგუნდელებს ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებენ და ფიქრობენ, რომ ამბავი, თითქოს ოპერატიული ჯგუფები პარტია ,,საქართველოსთვის" წევრებს დაჰყვებიან, გამოგონილია.

იმის თქმა მინდა, მარტო ,,ამბობენს" არ უნდა დაუჯერო. მას შემდეგ, რაც ეს გუნდი შეიქმნა, ასეთი განცხადებები ბევრი გვსმენია, რომელიც აცდენილია რეალობას.  არის ტყუილი, არ ვიცი, მაგრამ გარკვეული ხრიკებით მათ სურთ წარმოდგენის შექმნა საზოგადოებისთვის. მახსოვს თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით მათი განცხადებები. როგორ დარწმუნებით საუბრობდნენ ერთ-ერთ კანდიდატზე, რაც საბოლოო ჯამში თავადვე უარყვეს. სამწუხაროდ, ასეთი მიდგომა ამ გუნდს ახასიათებს - ამბობს ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი სახე, შალვა პაპუაშვილი.

გიორგი გახარიას გუნდი ხელისუფლებას თვალთვალში ადანაშაულებს. საუბარია წინასაარჩევნო კამპანიაზე კახეთში, რა დროსაც პარტია ,,საქაღთველოსთვის" წევრის, კახა ქემოკლიძის ინფორმაციით, სუს-ისა და პოლიციის თანამშრომლები მათ უკან დაჰყვებოდნენ.