"ქართული ოცნება" ისტორიულ პოლიტიკურ დანაშაულს ჩადის - უსუფაშვილი

04.10.24 23:44
"ქართული ოცნება" ისტორიულ პოლიტიკურ დანაშაულს ჩადის - უსუფაშვილი

"ქართული ოცნება" ისტორიულ პოლიტიკურ დანაშაულს ჩადის, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა "დღის ამბების" ეთერში განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ქართველ ხალხს მმართველი პარტიის მიერ აკიდებული "ეროვნული სირცხვილის ჩამოსაბანად" 21 დღე დარჩა. 

"ქართული ოცნება" იმ ისტორიულ პოლიტიკურ დანაშაულს ჩადის საკუთარი ერის წინაშე, რომ იქნება მე-6, თუ მე-7 ქვეყანა, რომელიც შეერთებულ შტატებთან და თავისუფალ სამყაროსთან თვითიზოლაციის პოლიტიკას დაადგა. კარგი ამბავი ის არის, რომ ეროვნული სირცხვილის ჩამოსაბანად 21 დღე დაგვრჩა, ცუდი ის არის, რომ ამ ხალხის ხელშია ძალაუფლება და ისინი ასე უპასუხისმგებლოდ თამაშობენ კონკრეტული ადამიანების ბედით", - ამბობს დავით უსუფაშვილი.