რუსეთის ხელისუფლებისკენ გადახრილი რეჟიმი საქართველოს იზოლაციაში დატოვებას აპირებს - დეკანოიძე

05.10.24 00:01
რუსეთის ხელისუფლებისკენ გადახრილი რეჟიმი საქართველოს იზოლაციაში დატოვებას აპირებს - დეკანოიძე

"რუსეთის ხელისუფლებისკენ გადახრილი რეჟიმი საქართველოს იზოლაციაში დატოვებას აპირებს" - ამის შესახებ განცხადება "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ "დღის ამბების" ეთერში გააკეთა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პროდასავლური კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდება, რომელიც ევროკავშირთან მოლაპარაკებებს იქიდან გააგრძელებს, საიდანაც "ქართულმა ოცნებამ" "ისტორიული შანსი ნაჯახით ჩაჭრა".

ახლა რუსული რეჟიმი, პრაქტიკულად, გაცხადებულად რუსეთის ხელისუფლებისკენ გადახრილი რეჟიმი, საქართველოს იზოლაციაში დატოვებას აპირებს. "ოცნება" განსაზღვრულად არის ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ და ეს ნება არის ევროკავშირი, სიმდიდრე, კეთილდღეობა. 26 ოქტომბერი ეგზისტენციალური არჩევანია. როდესაც კოალიციური პროდასავლური ხელისუფლება ჩამოყალიბდება არჩევნების შემდეგ, მაშინ იმ დღიდან უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები, სადაც დასრულდა, სადაც "ოცნებამ" ნაჯახით ჩაჭრა ეს ჩვენი ისტორიული შანსი", - ამბობს დეკანოიძე. 

მსგავსი სიახლეები