"სანქციების დრო აირჩიეს მათ, ვინც ეს ქმედებები ჩაიდინა, ჩვენ - არა" - დანიგანი

05.10.24 10:39
"სანქციების დრო აირჩიეს მათ, ვინც ეს ქმედებები ჩაიდინა, ჩვენ - არა" - დანიგანი

"ჩვენ არ აგვირჩევია, რომ სანქციების დრო საპარლამენტო არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე ყოფილიყო" - ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი "რადიო თავისუფლებისთის" მიცემულ ინტერვიუში განმარტავს, რომ სანქციების ამოქმედების დრო "ოცნების" მოქმედებებმა განსაზღვრა.

დანიგანის თქმით, შტატებს ყველა დასანქირებულ პირზე აქვს მტკიცებულებები, რომ თითოეული მაღალჩნოსანი "ანტიდემოკრატიულ ქმედებებში იყვნენ ჩართულნი".

ჩვენ არ აგვირჩევია ჩვენი მოქმედებების დრო. ჩვენი ქმედებები არის ძალიან კარგად აწონილ-დაწონილი, საპასუხოდ... მაგალითად, ოთხი სანქცია, რომელიც ჩვენ დავაწესეთ ინდივიდებზე, ეს იყო უკიდურესად მიზანმიმართული სანქციები იმ პირებზე, რომლებიც, ჩვენი აზრით, ანტიდემოკრატიულ ქმედებებში იყვნენ ჩართულნი, რომლებზეც გვაქვს მტკიცებულებები, რომ ჩართულები იყვნენ ანტიდემოკრატიულ ქმედებებში ან დეზინფორმაციაში. და, ამ სანქციების დაწესების დრო დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როდის იყო ჩადენილი ეს ქმედებები და რამდენი დრო დაგვჭირდა სანქციების მოსამზადებლად. ჩვენ არ აგვირჩევია, რომ ეს დრო საპარლამენტო არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე ყოფილიყო. სანქციების დრო აირჩიეს მათ, ვინც ეს ქმედებები ჩაიდინა, ჩვენ - არა", - ამბობს დანიგანი. 

მსგავსი სიახლეები