მომზადებულია თუ არა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პროექტი? - რას ამბობს დანიგანი
მომზადებულია თუ არა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პროექტი? - რადიო თავისუფლების ამ კითხვაზე, აშშ-ს ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი ამბობს, რომ შტატები სანქციებს წინასწარ არ აანონსებს
დანიგანი ამბობს, რომ აღნიშნულ ინფორმაციას ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს.
ვფიქრობ, იცით, რომ ჩვენ არასდროს ვაანონსებთ სანქციებს. ასე რომ, მე ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ ამ ინფორმაციას, რომ თითქოსდა ჩვენ ვაპირებთ სანქციების დაწესებას. თუმცა, გავიმეორებ, რაც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვისას, არ გამოვრიცხავთ საგარეო პოლიტიკის ჩვენს ხელთ არსებული არც ერთი ინსტრუმენტის გამოყენებას და ამ ინსტრუმენტებს შორის არის სანქციებიც", - განაცხადა დანიგანმა.