ხვალ ალდე საქართველოს შესახებ რიგით მეექვსე რეზოლუციას მიიღებს - ჩიხლაძე
5-6 ოქტომბერს, ესტორილში (პორტუგალია) იმართება ალდეს ყრილობა - 70 ევროპული პარტიის დისკუსიების ერთერთი საკითხი იქნება საქართველოში მიმდინარე მოვლენები, 26 ოქტომბრის არჩევნები და საქართველო-ევროკავშირის სამომავლო პერსპექტივები.
იგეგმება საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებაც. ეს იქნება საქართველოს შესახებ მე-6 რეზოლუცია, რომელსაც ალდე მიიღებს ბოლო 2 წლის განმავლობაში.
ალდეს პოლიტიკურ პარტიათა გაერთიანება იყო პირველი, რომელმაც უსიტყვო და უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოსთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭებას.
ალდე აქტიურად ითხოვს ასევე "ქართული ოცნების" იმ ლიდერების დასანქცირებას, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ძალადობაში, კორუფციასა და რუსული დეზინფორმაციის წარმოებაში.
ალდეს კონგრესს ესწრება სერგო ჩიხლაძე, "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი.
საქართველო და მოახლოებული არჩევნები არისყრილობის ერთერთი მთავარი თემა. ყველაშეხვედრა იქნება ეს ლიდერთა შეხვედრა, პანელური დისკუსიები თუ პირისპირ შეხვედრებიყველა ჩვენი მეგობარი ცალსახად აფიქსირებსპოზიციას, რომ საქართელო-ევროკავშირისურთიერთობების შემდგომი ბედი დამოკიდებულიიქნება რამდენად სამართლიანად დათავისუფლად ჩატარდება 26 ოქტომბრისარჩევნები.
“ქართული ოცნება” და ივანიშვილი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან.
ხვალ ალდე გეგმავს საქართველოს შესახებ რიგით მეექვსე რეზოლუციის მიღებას, სადაც მთავარი საკითხები იქნება 26 ოქტომბრის არჩევნების სამართლიანად და ძალადობის გარეშე ჩატარება, ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნა, პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის დასრულება და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მყისიერი დაწყება, როგორც კი არჩევნების შედეგად ხელისუფლებას გადაიბარებს დემოკრატიული და კოალიციური ხელისუფლება.” - განაცხადა ჩიხლაძემ.