ეს არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება ქართული დემოკრატიისთვის - ტვაინინგი

05.10.24 12:40
ეს არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება ქართული დემოკრატიისთვის - ტვაინინგი

IRI-ის პრეზიდენტმა, დენიელ ტვაინინგმა Globalnews.ge-სთან ინტერვიუში საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მნიშნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები "ქართული დემოკრატიისთვის გადამწყვეტი იქნება".

დენიელ ტვაინინგის თქმით, სწორედ ამ არჩევნებზე უნდა გადაწყვიტოს ქართულმა საზოგადოებამ, "განაგრძობს ქვეყანა უკანდახევას, თუ დაუბრუნდება ევროპისკენ მიმავალ პროგრესს".

ამასთან, IRI-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ "მოსკოვს თავისი დღის წესრიგი აქვს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში დემოკრატიის დემონტაჟს".

საქართველოს დემოკრატიის ხარისხი პირდაპირ დაკავშირებულია ქვეყნის უსაფრთხოებასთანაც. ჩვენ ვიცით, რომ მოსკოვს თავისი დღის წესრიგი აქვს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში დემოკრატიის დემონტაჟს. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ქართველი ხალხი მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროდასავლურ ორიენტაციას, ამიტომ რაც უფრო უკეთესი და ძლიერი იქნება დემოკრატიული შედეგი საქართველოსთვის, მით უფრო ძლიერდება ქვეყნის უსაფრთხოება და მით უფრო შეძლებს მის წინაშე არსებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების მართვას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული და ეკონომიკური პარტნიორობის კულტურა დასავლეთთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან. ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება ქართული დემოკრატიისთვის - განაგრძობს თუ არა ქვეყანა უკანდახევას, თუ უბრუნდება რეფორმებისა და ევროპისკენ მიმავალ პროგრესს?!, - განაცხადა დენიელ ტვაინინგმა.

მსგავსი სიახლეები