საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ქალ პოლიტიკოსებს ხვდება

05.10.24 12:45
საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ქალ პოლიტიკოსებს ხვდება

პრეზიდენტმა ათონელის სასახლეში კონსულტაციები დაიწყო. სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების რეზიდენციაში ქალ პოლიტიკოსებს ესაუბრება. ეს არის პრეზიდენტის პირველი შეხვედრა ოპოზიცასთან მას შემდეგ, რაც ის ევროპიდან დაბრუნდა და შეხვედრები ევროპელ კოლეგებთან გამართა.

პირველი, ვინც უმაღლეს მთავარსარდალს შეხვდა, ანა დოლიძეა. კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ ზურაბიშვილთან გადამწყვეტი არჩევნების შესახებ ისაუბრა. 

ამ წუთებში კი სალომე ზურაბიშვილთან აუდიენციას პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი მართავს.

ნათია მეზვრიშვილმა შეხვედრამდე მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა, სავარაუდოდ, მსჯელობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კონკრეტულად ისაუბრებს იმ საკითხებზე, რომლებიც პრეზიდენტთან განიხილა.

მსგავსი სიახლეები