რა საკითხებზე ისაუბრა ანა დოლიძემ საქართველოს პრეზიდენტთან - "ძლიერი საქართველოს" ლიდერის კომენტარი

05.10.24 13:24
რა საკითხებზე ისაუბრა ანა დოლიძემ საქართველოს პრეზიდენტთან - "ძლიერი საქართველოს" ლიდერის კომენტარი

ათონელის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილსა და ანა დოლიძის შეხვედრა დასრულდა - პრეზიდენტის სასახლიდან გამოსულმა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა მედიასთან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც პრეზიდენთან განიხილა.

ანა დოლიძის განმარტებით, შეხვედრის დროს ყურადღება დაეთმო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას და ამასთან, იმ საკითხს, თუ რა როლი ექნებათ გარდამავალ პერიოდში პრეზიდენტსა და პოლიტიკურ პარტიებს. 

 ამასთან, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი ქართველებსა და დასავლელ პარტნიორებს შორის ერთგვარი ხიდია.

ახლა ჩვენთან იწყება ძალიან სერიოზული შიდა პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკური კონსულტაციებიც დაიწყება და უნდა დაიწყოს პარტიებს შორის პრეზიდენტის შუამავლობით და მონაწილეობით. საუბარი არის, როგორი კონტურები უნდა ჰქონდეს ამ პროცესს, ჩქარა უნდა წარიმართოს, თუ ნელა. ამას სჭირდება პრეზიდენტის მონაწილეობა. ეს ასევე აინტერესებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. ეს არის პროცესი, სადაც პოლიტიკური პარტიები ვთამაშობთ მთავარ როლს. რამდენიმე კვირა არის დარჩენილი არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც, როდესაც გარდამავალი პერიოდისთვის უნდა მოვემზადოთ და როგორ იქნება უფრო სწორად, რომ ეს დრო გამოვიყენოთ, რომ ცაიტნოტში არ მოვხვდეთ. ვინ მიიღებს მონაწილეობას ამაში, რა როლი ექნება ამაში პრეზიდენტს, რა როლს დავიკავებთ პარტიები, ამას სჭირდება მომზადება, ამიტომ ეს მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. ჩვენი პარტნიორები გვიდგანან გვერდით, პრეზიდენტის თქმით, ჩვენ გვაქვს მათი მხარდაჭერა, როგორც პოლიტიკური, ასევე მატერიალური. პრეზიდენტი გარკვეული ხიდი არის შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შორის", - ამბობს ანა დოლიძე. 

ათონელის რეზიდენციაში ოპოზიციონერი ქალი ლიდერების შეხვედრა გრძელდება - ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილთან აუდიენციას პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი მართავს.

ნათია მეზვრიშვილმა შეხვედრამდე მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა სავარაუდოდ, მსჯელობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კონკრეტულად ისაუბრებს იმ საკითხებზე, რომლებიც პრეზიდენტთან განიხილა.

მსგავსი სიახლეები