გადაწყვეტილება მიღებულია - ასობით დევნილ ემიგრანტს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ექნება

05.10.24 13:42
გადაწყვეტილება მიღებულია - ასობით დევნილ ემიგრანტს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ექნება

გადაწყვეტილება მიღებულია - ასობით ქართველ ემიგრანტს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ექნება.

ოპოზიცის მიერ წარდგენილ დადგენილების პროექტს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ სხდომაზე ყველა წევრმა მისცა ხმა. კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 

ცვლილებების მიხედვით, ემიგრაციაში მცხოვრები ადამიანები, ვისაც იურიდიული მისამართები ოკუპურებულ ტერიტორიებზე არსებულ სახლებში აქვთ, ხმის მიცემას ფაქტობრივი მისამართებით შეძლებენ. რვაასამდე ემიგრანტ დევნილს საკონსულო აღრიცხვა უკვე გავლილი აქვს და სააარჩევნო სიებშიც მალე აღმოჩნდება მათი გვარები. რაც შეეხება სხვებს, ვისაც აღრიცხვა ჯერ კიდევ არ გაუვლია, საკონსულოსთვის მიმართვა 7 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ.

ცნობისთვის, ემიგრანტებმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიგეს, რომ საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცევის და უკიდურესი გაჭირვების გამო ემიგრაციაში წასვლის შემდეგ მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ. მიზეზი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ფაქტობრივი მისამართის არარსებობაა.

პირები, ვისაც იურიდიული რეგისტრაცია აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონში აქვთ, საარჩევნო სიაში საერთოდ არ იძებნებიან. 

მსგავსი სიახლეები