რუსული ხელისუფლების დანაპირები, რომ ქალაქ ჯვარში ტურისტული ატრაქციები გაიხსნებოდა, შეუსრულებელია - სამუშია

05.10.24 15:54
რუსული ხელისუფლების დანაპირები, რომ ქალაქ ჯვარში ტურისტული ატრაქციები გაიხსნებოდა, შეუსრულებელია - სამუშია

"ქართული ოცნების" შეუსრულებელი დაპირებები და ქალაქ ჯვარში მოუწყობელი ინფრასტრუქტურა - ეს იმ თემათა ჩამონათვალია, რომელთან დაკავშირებითაც კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა საგანგებო ბრიფინგი გამართა.

ლევან სამუშიამ სიტყვით გამოსვლის დროს მოსახლეობას მმართველი პარტიის დაპირებები შეახსენა, რომლის მიხედვითაც, 7 წლის წინ წესით ქალაქ ჯვარში ტურისტული ატრაქციები უნდა გახსნილიყო.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, ივანიშვილის ხელისუფლებამ როგორც სხვა დაპირებები, ასევე ეს კონკრეტული დაპირება ქალაქ ჯვრის მოსახლეობისთვისაც არ შეუსრულებია. 

ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ ჯვარში იმ ადგილას, სადაც რუსული ხელისუფლება 7 წლის წინ ჯვარელებს და ჩვენს მოქალაქეებს დაპირდა, რომ გაიხსნებოდა ტურისტული ატრაქციები ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქ დასაქმდებოდა ასობით ადამიანი და წელიწადში 400 ათას ადამიანს მიიღებდა აღნიშნული ობიექტი. 

თქვენ ხედავთ აღნიშნულ ტერიტორიას, არაფერი გაკეთებული არ არის აქ. აქ უნდა გასულიყო საბაგირო გზა, უნდა ყოფილიყო ზიპლაინი, უნდა ყოფილიყო სხვადასხვა გასართობი ცენტრები მოწყობილი, მაგრამ ეს არის რუსული ხელისუფლების დანაპირები და ისინი არაფერს არ აპირებენ.

ჩვენ ვიცით, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში როდესაც შეიცვალა ხელისუფლება ადგილობრივ დონეზე, მამუკა ხაზარაძემ, "ძლიერმა საქართველომ" თქვა სიტყვა, შეასრულა და ყველამ კარგად იცის, რა ხდება წალენჯიხაში. 

აქედან გამომდინარე, 2024 წლის 26 ოქტომბერს ყველანი არჩევნებზე. დავუჭიროთ მხარი 9 ნომერს. "ძლიერი საქართველო" გპირდება, რომ აუცილებლად იქნება სამუშაო ადგილები, პენსია 1 000 ლარი, ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი და მიტოვებული პროექტები აუცილებლად დაიწყება", - ამბობს ლევან სამუშია. 

მსგავსი სიახლეები