მამუკა ხაზარაძემ ამბროლაურის მოსახლეობას სათამაშო ბიზნესის დაბეგვრისა და ნარკოპოლიტიკასთან ბრძოლის გეგმა გააცნო
"ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ამბროლაურის მოსახლეობას სათამაშო ბიზნესის დაბეგვრისა და ნარკოპოლიტიკასთან ბრძოლის გეგმა გააცნო.
ხაზარაძის თქმით, ამ ორ მძიმე საკითხთან მიმართებით ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი, რასაც "ძლიერი საქართველო" არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად განახორციელებს.
63 მილიარდი ლარი არის სათამაშო ბიზნესის ბრუნვა საქართველოში და ბიუჯეტში შედის 250 მილიონი ლარი.
მთელი ბიზნესის ბრუნვა 240 მილიარდი, ანუ თითქმის 1/3-ზე მეტი არის სათამაშო ბიზნესი, კაზინო, სადაც ჩვენი ახალგაზრდები და არამარტო, უბედურდებიან. ეს არ არის ის ბიზნესი რომელიც დოვლათს ქმნის. არ ვარ მომხრე რამის დაკეტვის, მე ვარ მომხრე სამართლიანად დაიბეგროს ის ინდუსტრია რომელიც დოვლათს არ ქმნის. 1 ან 2%-ის მატება ბრუნვაში შეგიძლიათ აქვე გადაითვალოთ რამხელა შემოსავალს იძლევა იმიტომ, რომ გადავწყვიტოთ ჩვენი ბებიების და ბაბუების საკითხი ერთხელ და სამუდამოდ და მათ დაინახონ, როცა მთელი ცხოვრება შრომობ, როცა მთელი ცხოვრება მოღვაწეობ, სახელმწიფომ არ უნდა მიგაგდოს ბედის ანაბარა. ეს არის სახელმწიფოებრივი საქმე, ვიღაცამ უნდა თქვას ამის შესახებ. ჩვენ ვთქვით ამის შესახებ და ამას გავაკეთებთ აუცილებლად. რთულია ეს საკითხი? ძალიან რთულია, მაგრამ გამკეთებლები ვართ.
რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, ხაზარაძე ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით "ძლიერ საქართველოს" შეხვედრები და ძალიან სერიოზული გეგმა აქვს, რას საქქაართველოში არსებულ უმძიმეს მდგომარეობას აუციელებლად შეცვლის.
ნარკომანიაზე მინდა გითხრათ, ნარკომანიას მიაქვს მთელი საქართველო, რაჭაც, ლეჩხუმიც, თბილისიც, ქუთაისიც, სამეგრელოც. არ გამომრჩენია არცერთი სადარბაზო, სადაც ნემსები არ ვნახე. მსოფლიოში ვართ პირველ ადგილზე ინექციური ნარკომანიის მაჩვენებლით. ეს არის გაეროს მონაცემები. ეს არის ერის ნელი სიკვდილი. ემიგრაცია, აქეთ ნარკომანია. ჩვენ ამოვიღეთ ამაზე ხმა, ჩვენ გვქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრები და ძალიან სერიოზული გეგმა გვაქვს რომ ეს რეალობა შევცვალოთ. როგორ უნდა შევცვალოთ? საიდან იწყება ეს უბედურებები? როცა ადამიანს არ აქვს სამუშაო, არ აქვს შემოსავალი, არ არის დაკავებული, როცა სპორტით არ არის დაკავებული, სამსახურში არ არის დაკავებული, აქედან. 200 000 სამუშაო ადგილი გააქრო “ქართულმა ოცნებამ”. ჩვენ ამას შევქმნით, 27-ვე დავიწყებთ ანაკლიის მშენებლობას და ქალაქ ანაკლიის მშენებლობას ისევე, როგორც ქუთაისის, რომელიც არის მთელი რეგიონისთვის და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი. სამსაათიან რადიუსში მილიარდნახევრიანი ბაზარს სწვდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და ერთი სატვირთო თვითმფრინავი არ დაფრინავს იქ. როცა გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი რომ ჩვენ, საქართველო ქუთაისით, ანაკლიით და ა.შ ვიყოთ გამანაწილებელი ტვირთის ფუნქციის ჩვენს რეგიონში. ყველაფერ ამასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა", - განაცხადა ხაზარაძემ.