პრეზიდენტის როლი სასიცოცხლოა - ხუხაშვილი

05.10.24 17:08
პრეზიდენტის როლი სასიცოცხლოა - ხუხაშვილი

გია ხუხაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის როლი, როგორც არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარების თვალსაზრისით, ისე ქვეყნის ევრინტეგრაციის პროცესში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ხუხაშვილი, რომელიც დღეს ქვეყნის მთავარსარდალტან შეხვედრაზე იმყოფებოდა, ამბობს, რომ სწორედ სალომე ზურაბიშვილია ის პირი, რომელიც ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ვექტორის მედროშეა. 

პრეზიდენტის როლი არის ცენტრალური, ფუნდამენტური, სასიცოცხლო როლი აქვს. ის არის მედროშე ჩვენი გრძელვადიანი განვითარების ვექტორის. ხელისუფლების გადაბარების თუ ხელისუფლების ლეგიტიმურობის, როგორც სახელმწიფოს მეთაური, აქაც მისი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები