ქართული პასპორტი რუს ექიმბაშს - ჟურნალისტური გამოძიება

05.10.24 22:46
ქართული პასპორტი რუს ექიმბაშს - ჟურნალისტური გამოძიება

ქართული პასპორტი რუს ექიმბაშს - "ნოდარ მელაძის შაბათის" მორიგი სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება. 

იულია კრუშანოვასთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც "ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ქართული ენის არმცოდნე ადამიანმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი საეჭვო ვითარებაში მიიო. 

  • კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობს მისაღებად აუცილებელია, გამოცდა ქართულ ენაზე ჩააბარო, ქართულ ენაში, სიტორიასა და სამართალში. 

"შაბათის ეთერის" მიერ აღმოჩენილია ნასყიდობის დოკუმენტიც, დოკუმენტების მომხადების დრო რუსი ეროვნების ექიმბაშმა თარჯიმანი მოითხოვა. 

შაბათის ეთერის გუნდმა მოიპოვა დოკუმენტები, რომ იულია კრუშანოვას არა მხოლოდ ქართული პასპორტი მისცეს, არამედ, მას თბილისში მუდმივი საცხოვრებელი ადგილიც აქვს. მის სახელზე ბინა, ორთაჭალაში ზუსტად პარტია ქართული ოცნების პირდაპირ, კრწანისის ტყუპებში ფიქსირდება. 

"შაბათის ეთერმა" გაარკვია ისიც, რომ თარჯიმანი, ვინც იულია კრუშანოვას დოკუმენტების გაფორმების დროს მომსახურებას უწევდა, ელინა აბაზოვაა. შაბათის ეთერმა დაადგინა, რომ აბაზოვა, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოქმედი მაღალჩინოსნის, თემურ აბაზოვის ცოლია. 

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით ელინა აბაზოვა სეპცსამასხურების თანამშრომელია. 

 

ვინ არის იულია კრუშანოვა?

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში სიცოცხლის გახანგრძლივების რუსი ექიმბაში ჩამოიყვანა. საუბარია, მოსკოვის "ლომონოსოვის უნივერსიტეტის" კურსდამთავრებულ იულია კრუშანოვაზე, რომელმაც მდიდარ რუსებს თავი, მისი "განსაკუთრებული უნარებით" გააცნო - კრუშანოვა ირწმუნება, რომ უკვე საუკუნის მეოთხედია, სწორედ ის ინახავს სიცოცხლის გახანგრძლივებისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების გასაღებს.

წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი სიცოცხლის გახანგრძლივების კრუშანოვას მეთოდმა ისე მოხიბლა , რომ ის საქართველოში ჩამოიყვანა, ქართული პასპორტი და საქართველოს მოქალაქეობაც მისცა.

ფსევდომეცნიერების მიმდევარი კრუშანოვა ირწმუნება, რომ ერბოს ღიის სპეციალური დამუშავების შედეგად დამზადებული  ცხიმი რომელიც ძველ ინდოეთში წარმოიშვა და თავის დროზე რელიგიურ რიტუალებში გამოიყენებოდა, სიცოცხლის გახანგრძლივების ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია.

"შაბათის ეთერის" ინფორმაცით, იულია კრუშანოვას ვიაიპ კლიენტი ახლა ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინა ხვედელიძე არიან.

ყველა დეტალი - მაკა ჩიხლაძის სპეციალურ რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები