რას შეპირდა და რა გააკეთა თორნიკე რიჟვაძემ აჭარლებისთვის?
რას შეპირდა და რა გააკეთა თორნიკე რიჟვაძემ აჭარლებისთვის? - ადგილობრივებს კარგად ახსოვთ, რომ აჭარის მთავრობის მეთაური მაღალმთიანი აჭარის სრულად გაზიფიცირებასა და ბათუმში მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფრების შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა, თუმცა მათი თქმით, დაპირება დაპირებად დარჩა.
"აჭარა ტაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუებში ხალხი ამბობს, რომ გაზის გარეშე სოფლები იცლება, ტყე იჩეხება და არა თუ რამე გაკეთდა, არამედ "აგური აგურზეც" კი არ დადებულა ხალხის სასიკეთოდ.
ჩვენთან ქობულეთში, მოქალაქეების მხრიდან ისმის ამ საკითხზე ისმის აქტიურად საუბარი. სხვადასხვა სოფლებში მოქალაქეები დღესაც საუბრობენ იმაზე, რომ არავინ ესაუბრება მათ, მიუხედავად არაერთი დაპირებისა, რომელიც არ შესრულდა", - ამბობს ადგილობრივი.
აგური აგურზე არ დადებულა. ამის მიზეზად სახელდება ის, რომ არაერთი გამოცხადებული ტენდერის მიუხედავად, სამჯერ ჩავარდა ეს ტენდერი და არავინ ყურად არ იღო, არ დაინტერესდა ამ პროცექტით", - ამბობს მოქალაქე.
აჭარის მთავრობის მეთაური კი ფიქრობს, რომ გეგმა ზუსტად შეასრულა.
ასეულობით დაპირებიდან თუ ერთი საკითხი ვერ გამოვკვეთეთ ბოლო 4 წელიწადში, ვთვლი, რომ საკმადო შედეგიანად გვიმუშავია", - ამბობს რიჟვაძე.