პრეზიდენტი: მკითხეს, საჭიროა თუ არა [ივანიშვილისთვის] გარანტიების მიცემა
„სიმართლეს გეტყვით: მე მკითხეს, არის თუ არა საჭირო რაღაცა გარანტიების მიცემა (ივანიშვილისთვის)"- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა "ნოდარ მელაძის შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ზურაბიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ თუ "ოცნების" საპატიო თავმჯდომარისგან პასუხი იქნება, სადაც საჭიროა, იქ მიიტანს.
„სიმართლეს გეტყვით - მე მკითხეს, არის თუ არა საჭირო რაღაცა გარანტიების მიცემა (ივანიშვილისთვის). მე პასუხი ამაზე არა მაქვს. მაგრამ თუ პასუხი იქნება, სადაც საჭიროა, იქ მივიტან“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ნოდარ მელაძე დაინტერესდა, კითხვის ავტორები ევროპელი ლიდერები იყვნენ თუ ამერიკელები ზურაბიშვილი ამბობს: „აღარ დავაზუსტებ“.
კიდევ ერთ კითხვაზე, „დღეს რომ ივანიშვილმა სთხოვოს სალომე ზურაბიშვილს, ამბავი უთხრას, რეალობა დაანახოს, მზად ხართ ამ კომუნიკაციისთვის“? - პრეზიდენტი ხაზგასმით აცხადებს, რომ მართალია, ბიძინა ივანიშვილს მასთან კომუნიკაცია 2022 წლის შემდეგ არ ჰქონია, მზადაა, რომ მოუსმინოს "ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს.
პრეზიდენტთან ინტერვიუ სრულად ნახეთ აქ: https://youtu.be/G5dxVXdGA04