ნიკა გილაური პოლიტიკურ გეგმებზე ალაპარაკდა
12 წლიანი პაუზის შემდეგ ყოფილი პრემიერი ნიკა გილაური პოლიტიკურ გეგმებზე პირველად ალაპარაკდა. გილაურმა საჯარო ლექციაზე პირდაპირ თქვა, რომ მზად არის, მისი ხედვები ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას და პრეზიდენტ ზურაბიშვილს გააცნოს. გილაური მხოლოდ იმას ამბობს, რომ პარტიულ საქმიანობას არ აპირებს, თუმცა უპასუხოდ ტოვებს კითხვას, განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ტექნიკური მთავრობის ხელმძღვანელად.
12 წელიწადია არანაირი კომენტარი არ გამიკეთებია, არანაირი განცხადება, ინტერვიუც კი არ ჩამიწერია, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენმა კომპანიამ და მე პირადად ვიმუშავეთ ჩვენს რეგიონში და დავინახეთ ის არაჩვეულებრივი პოტენციალი, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. გარდა ევროკავშირში ინტეგრაციისა, რომელიც უმნიშნელოვანესი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის, ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი პოტენციალი, შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს რეგიონალური ჰაბი, ეკონომიკური ჰაბიმ ცენტრი დასაქმების.
არანაირი პოლიტიკური განცხადება მე აქამდე არ გამიკეთებია. სპეციალურად არ გავაკეთე მე ეს ლექცია გასულ კვირას, იმიტომ, რომ მეუბნებოდნენ, რომ ეგ რომ გააკეთო, ყველა იფიქრებს, რომ სიებშ გინდა შესვლა. არანაირი სურვილი არ მაქვს არცერთ პოლიტიკური პარტიის სიაში შესვლის და არ ვარ არცერთი პოლიტიკური პარტიის სიაში, - ამბობს გილაური.