შს მინისტრმა არჩევნებზე დაკვირვება ხარებას დაავალა - აქტივისტები დაშინების მცდელობაზე საუბრობენ
სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ვახტანგ გომელაურმა ზვიად ხარაზიშვილს არჩევნებზე დაკვირვება მიზანმიმართულად, მოქალაქეების დასაშინებლად დაავალა. რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდები პირდაპირ ამბობენ, რომ აშშ-ს გზავნილების საპასუხოდ, ამ ნაბიჯით "ოცნებამ", პრაქტიკულად, დასავლეთს უთხრა, რომ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას არ აპირებს.
ხარებას სანქცირება იყო პირდაპირ მოწოდება ელისუფლების მიმართ, რომ ამგვარი ადამიანები არ უნდა იყვნენ მნიშნელოვან პროცესებში ჩართული, განსაკუთრებით, ისეთ გადამწყვეტს მოვლენაში, როგორიც არჩევნებია. თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ საპასუხოდ გაუგზავნა დასავლეთს სიგნალი და გზავნილი, რომ ისინი არ აპირებენ დემოკრატიულად და წესების დაცვით ჩაატარონ ეს არჩევნები. ძალიან მძიმე იქნება თავად „ქართული ოცნებისთვისვე“ თუ ბატონ ხარებას გამოიყენებენ იმგვარი ძალადობრივი ქმედებებისთვის, რომლითაც ის არის ცნობილი, - ამბობს ნიკო მნაგაძე.
ამავე აზრს იზიარებს ნიკა ფარულავაც.
ეს არის მორიგი განაცხადაი „ქართული ოცნების“ მხრიდან თუ როგორ ესაუბრებიან ისინი აშშ-ს, მთავარ სრატეგიულ პარტნიორს. როდესაც ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაში მხილებულ და ამის გამო დასანქცირებულ ადამიანებს ისინი რთავენ თითქოს ადამიანის უფლებების დაცვის ერთგვარ პროცესში, - ამბობს „ცვლილებისთვის“ წევრი ნიკა ფარულავა.
აქტივისტები პირდაპირ ამბობენ, რომ არჩევნებზე რაც შეიძლება მეტნი უნდა იყვნენ, რადგან შესაძლოა, არა მხოლოდ ხმების, არამედ საკუთარი თავების დაცვაც მოუწიათ.
ამერიკის მიერ დასანქცირებული პერსონა თვალსაჩინოდ, დაემონსტრაციულად გამოჰყავთ არჩევნების დამცველად, რაც შეიძლება საერთაშორისო მესიჯიც იყოს, რომ ირონიულად უდგებიან ამერიკის სანქციებს და ალბათ უფრო ეს დატვირთა აქვს. კიდევ უფრო მეტნი უნდა ჩავერთოთ, რადგან გამორიცხული არ არის, არა მხოლოდ საკუთარი ხმების დაცვა დაგვჭირდეს, არამედ საკუთარი თავების დაცვაც, - ამბობს „დაფიონის“ დამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძე.
მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობის გამო მაგნიტსკის სიაში შეყვანილ ზვიად ხარაზიშვილს გომელაურმა სარჩევნო უბნებზე სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენა და საჭიროებისამებრ, რეაგირება დაავალა. შს მინისტრის გადაწყვეტილებით, არცევნებზე ტერიტორიული ჯგუფები შეიქმნება, რომელსაც სწორედ ასშ-ს მიერ სანქცირებული ხარაზიშვილი უხელმძღვანელებს.