გვჯერა, რომ შემდგომ კოალიციურ პარტნიორებთან ერთად ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე დავაბრუნებთ - ლევან სანიკიძე

06.10.24 13:59
გვჯერა, რომ შემდგომ კოალიციურ პარტნიორებთან ერთად ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე დავაბრუნებთ - ლევან სანიკიძე

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ კონცენტრირებულია გამარჯვებაზე 26 ოქტომბერს, გვჯერა, რომ ჩვენს ამომრჩეველს ექნება უპრეცედენტო აქტივობა და მათ შორის, შემდგომ კოალიციურ პარტნიორებთან ერთად ქვეყანას დავაბრუნებთ ევროინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ  ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა. საქმე ეხება ნოდარ მელაძის შაბათში სალომე ზურაბიშილის ინტერვიუს, სადაც პრეზიდენტმა თქვა, რომ პრემიერობის კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს. 

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ კონცენტრირებულია გამარჯვებაზე 26 ოქტომბერს. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენს ამომრჩეველს ექნება უპრეცედენტო აქტივობა და მათ შორის, შემდგომ კოალიციურ პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვიქნებით ის მამოძრავებელი ძალა, რომელიც შეძლებს მომავალ მთავრობასთან დაკავშირებით კონკრეტული კონსენსუსი მიღწევას, სადაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვიქნებით მოტივირებული გავატაროთ ქართველი ხალხის და ჩვენი ამომრჩევლის მთავარი ინტერესი, ქვეყანა დავაბრუნოთ ევროინტეგრაციის გზაზე, გამოვიყვანოთ იზოლაციიდან და ქვეყანაში მოვიზიდოთ ათეულობით მილიარდის უცხოური ინვესტიცია, რომელიც მოხმარდება ჩვენი ხალხის კეთილდღეობასა და ევროპულ მომავალს,- განაცხადა ლევან სანიკიძემ.
 

მსგავსი სიახლეები