სერგო ჩიხლაძე: არჩევნებთან დაკავშირებით არანაირ მანიპულაციას და გაყალბებას ევროპა არ შეეგუება

06.10.24 14:01
სერგო ჩიხლაძე: არჩევნებთან დაკავშირებით არანაირ მანიპულაციას და გაყალბებას ევროპა არ შეეგუება

“მოლაპარაკებების გახსნისთვის და ევროკავშირის მრავალმილიარდიან ფონდებზე წვდომისთვის მთავარ პირობად დასახელებულია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც 26 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს", - ამის შესახებ “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ლისაბონში გამართულ “ალდეს” სამიტის შემდეგ განაცხადა.

როგორც ჩიხლაძე აღნიშნავს, ევროპა ქართველ ხალხს მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს:

დღეს ალდემ მიიღო რიგით მეექვსე რეზოლუცია საქართველოს შესახებ, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტია შეტანილი:

პირველი, მოლაპარაკებების გახსნისთვის და ევროკავშირის მრავალმილიარდიან ფონდებთან წვდომისთვის მთავარ წინაპირობად დასახელებულია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც 26 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. მეორე - დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები. მესამე, დაუყონებლივ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი, მესამე პრეზიდენტი, როგორც პოლიტიკური პატიმარი. მეოთხე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაპატიმრებული ყველა ადამიანი დაუყონებლივ გათავისუფლდეს და შეწყდეს მათ მიმართ საქმეები. მეხუთე - მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებასა და თავისუფალ მედიას. მეექვსე- დასანქცირდეს ოცნების ყველა ის წევრი, ვინც იღებდა რუსულ კანონს და ხელს უწყობდა ანტიდემოკრატიულ ქმედებებს. 

ძალიან მკაფიო გზავნილები ევროკავშირისგან არჩევნებთან დაკავშირებით და ძალიან მკაფიო გზავნილებია ქართველ ხალხთან მხარდაჭერასთან დაკავშირებით და ასევე ძალიან მკაფიო გზავნილები ოცნებას, რომ არანაირ მანიპულაციას, გაყალბებას ევროკავშირი და ევროპა არ შეეგუება,- განაცხადა ჩიხლაძემ.

მსგავსი სიახლეები