მოახლოებული არჩევნები ქართველი ხალხის შესაძლებლობაა, "ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას უპასუხონ - სახდეპი

06.10.24 14:56
მოახლოებული არჩევნები ქართველი ხალხის შესაძლებლობაა, "ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას უპასუხონ - სახდეპი

საქართველოში მოახლოებულ არჩევნებს ვუყურებთ როგორც ქართველი ხალხის შესაძლებლობას, "ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილებებზე საკუთარი შეხედულება გამოხატონ, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის გაღრმავების მიტოვებაში გამოიხატება.  ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ამერიკის დიპლომატიურმა უწყებამ "ამერიკის ხმას" კითხვებზე საპასუხოდ გაუგზავნა. 

რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, ჩვენ ვუყურებთ ამ არჩევნებს როგორც შესაძლებლობას ქართველი ამომრჩევლებისთვის, რომ გამოხატონ საკუთარი შეხედულება „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებაზე, თავისი ევროატლანტიკური ტრაექტორიისა და ევროპასთან ინტეგრაციის გაღრმავების მიტოვების თაობაზე, - წერს სახდეპი. 

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ასევე ივანიშვილის და ლავროვის საერთი პროპაგანდას გამოეხმაურა. საქმე ეხება სერგეი ლავროვის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ რუსეთი მზადაა, ქართველებს "მეზობელ აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს", მანადე კი ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ქართველებმა 2008 წლის ომისთვის ბოდიში უნდა მოიხადონ.

სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზ უსვამს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და მოუწოდებს მოსკოვს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება და საქართველოს ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. 

რუსეთი შეიჭრა საქართველოში 2008 წელს და მისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას ახდენს. ჩვენი მხარდაჭერა უცვლელია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მისა საერთაშორისოდ აღიარების საზღვრებში, ასევე ქართველი ხალხის მისწრაფებისადმი ევროატლანტიკური მომავლისკენ და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ. ჩვენ კიდევ ერთხელ ნმოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს 2008 წელის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და პირობები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარი და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, - ნათქვააია მეთიუ მილერის განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები