ვინ ეკითხება ზურაბიშვილს ვიღაც პრემიერობის კანდიდატის წარდგენა? - კალაძე

06.10.24 15:28
ვინ ეკითხება ზურაბიშვილს ვიღაც პრემიერობის კანდიდატის წარდგენა? - კალაძე

ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს ვიღაც პრემიერობის კანდიდატის წარდგენა, - ასე ეხმიანება "ოცნების" გენერალური მიდვანი ზურაბიშვილის გაცხადებას, სადაც მან თქვა, რომ პრემიერობის კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს. 

კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილი კონსტიტუციას მორიგ ჯერზე არღვევს და მას, პრაქტიკულად, "რადიკალად" მოიხსენიებს.

წარმოუდგენელია ამ ტიპის განცხადებები. ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს ვიღაც პრემიერობის კანდიდატის წარდგენა. არ ვიცი, წარმოუდგენელი რაღაცეები ხდება, აბსურდის თეატრია, სადაც ყველა რადიკალს თავისი როლი აქვს. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინც უნდათ, ის წარმოადგინონ, უბრალოდ, ეს არის კონსტიტუციის კიდევ ერთი უხეში დარღვევა და ეს არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე, - ამბობს კალაძე. 

საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციასთან კონსულტაციების ახალ სერიას იწყებს. არჩევნებამდე 21 დღით ადრე, პრეზიდენტს გადაწყვეტილი აქვს ქართულ ქარტიაზე ხელმომწერ პარტიებს გააცნოს და შესთავაზოს მის მიერ შერჩეული პრემიერობის კანდიდატი, რომელიც ტექნიკური მთავრობის შექმნის შემთხვევაში, მთავრობას სათავეში ჩაუდგება. 

ამის შესახებ ზურაბიშვილმა ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, მის მიერ შერჩეულ კანდიდატს პოლიტიკიური წარსული არ აქვს. 

 

მსგავსი სიახლეები