ბადრი ჯაფარიძე ადასტურებს, რომ პრეზიდენტთან კონსულტაციებს სამშაბათიდან იწყებენ

06.10.24 15:43
ბადრი ჯაფარიძე ადასტურებს, რომ პრეზიდენტთან კონსულტაციებს სამშაბათიდან იწყებენ

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ფიქრობს, რომ არჩევნებში "ქართული ოცნება" პროდასავლურ ოპოზიციასთან დიდი სხვაობით დამარცხდება. ოპოზიციონერი ლიდერი ასევე ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციებს უკვე სამშაბათიდან იწყებენ და პრეზიდენტის ინიციატივებსაც სწორედ იქ განიხილავენ. 

იმსახურებს „ქართული ოცნება“ ამ მწარე მარცხს. ასე რომ, დაველოდოთ ქართველი ხალხის ნების გამოხატვას, თუ რა სხვაობით დამარცხდება „ქართული ოცნება“ დასავლურ ოპოზიციასთან. ვფიქრობ, რომ ეს სხვაობა იქნება დიდი და არჩევნების დღეს გვაჩვენებს, კიდევ ერთხელ იმას, რომ ქართველი ერის ნება არის გაუტეხელი და ქართველი ხალხი არასდროს დათმობს თავისუფლებას. 
რაც შეეხება პრეზიდენტის ინიციატივას, ამასთან დაკავშირებით სამშაბათს შეხვედრაა დანიშნული კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებსა და პრეზიდენტს შორის და იქ შედგება საუბარი მის ინიციატივებთან დაკავშირებით, - ამბობს აბდრი ჯაფარიძე. 

 

საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციასთან კონსულტაციების ახალ სერიას იწყებს. არჩევნებამდე 21 დღით ადრე, პრეზიდენტს გადაწყვეტილი აქვს ქართულ ქარტიაზე ხელმომწერ პარტიებს გააცნოს და შესთავაზოს მის მიერ შერჩეული პრემიერობის კანდიდატი, რომელიც ტექნიკური მთავრობის შექმნის შემთხვევაში, მთავრობას სათავეში ჩაუდგება. 

ამის შესახებ ზურაბიშვილმა ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, მის მიერ შერჩეულ კანდიდატს პოლიტიკიური წარსული არ აქვს. 

 

მსგავსი სიახლეები