პრეზიდენტ სააკაშვილის და ქვეყნის გათავისუფლებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა - თინა ბოკუჩავა
ძალიან ცოტა დრო დარჩა პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებამდე, ძალიან ცოტა დრო დარჩა ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებამდე, გამარჯვებამდე, ჩვენი ევროპული პერსპექტივის დაბრუნებამდე, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმდჯომარემ თინა ბოკუჩავა, მცხეთაში მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელსაც მესამე პრეზიდენტის დედაც ესწრებოდა.
თინა ბოკუჩავას თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ერთიანობით ივანიშვილის ხელისუფლება აუცილებლად დამარცხდება, ქვეყანა კი ევროპულ კეთილდღეობას ნახავს.
ოპოზიციონერმა ლიდერმა ასევე ახალგაზრდებს მოუწოდა, მოხალისეებად დარეგისტრირებისკენ და მობილიზაციისკენ მოუწოდა.
ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს ვიყო აქ მცხეთაში პრეზიდენტი სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციაზე ქალბატონ გიული ალასანიასთან, პრეზიდენტის დედასთან ერთად, რომელიც ალბათ თითოეული ჩვენგანისთვის გახდა ერთგულების, ბრძოლის, თავდადების, პატრიოტიზმის მაგალითი, როდესაც პრეზიდენტის ამ უკანონო, უსამართლო პატიმრობის ფონზე, პრაქტიკულად, მასაც უწევს სასჯელის მოხდა პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად, მაგრამ ძალიან ცოტა დრო დარჩა პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებამდე, ძალიან ცოტა დრო დარჩა ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებამდე, გამარჯვებამდე, ჩვენი ევროპული პერსპექტივის დაბრუნებამდე. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს.
26 ოქტომბრის არჩევნებზე უნდა დავასრულოთ სიღატაკის პოლიტიკა, ადამიანების და საზოგადოების დაყოფის პოლიტიკა. პოლიტიკა, სადაც ოპოზიციას ემუქრება განადგურებით და სადაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელმაც საქართველო თანამედროვე, წარმატებულ სახელმწიფო აქცია, პოლიტიკურ სასჯელს იხდის სწორედ საქართველოს წარმატებისთვის. მე ღრმად ვარ დარწმუნებული ჩვენს საერთო გამარჯვებაში. ერთიანობით ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ივანიშვილს და ჩვენს ქვეყანას მოვუტანთ ევროპულ კეთილდღეობას.პრეზიდენტი სააკაშვილის ინიციატივით ასევე მინდა მოვუწოდო ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ ჩვენი ვებ გვერდის მეშვეობით დარეგისტრირდნენ მოხალისეებად, ეს არის არჩევნები, რომელიც გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის ბედს და თითოეული თქვენგანის ბედს, თითოეული თქვენგანის მომავალს, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გადამწყვეტი სიტყვა სწორედ ახალგაზრდებმა თქვან, მოგიწოდებთ ყველას მაქსიმალურად მობილიზაციისკენ, ეროვნული მობილიზაციისკენ, ახალგაზრდების მობილიზაციისკენ და გთავაზობთ ჩვენი მოხალისეების პროგრამას, რომელზე დარეგისტრირებაც შეგიძლიათ ჩვენს ვებ გვერდზე. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა იმარჯვებს!, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ვიმყოფებით მცხეთაში, გვაქვს მოსახლეობასთან შეხვედრა და ამავე დროს არის მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია. ვსაუბრობთ როგორც წიგნზე, ასევე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არჩევნებზე, რომელიც უკვე კარს მოგვადგა, - განაცხადა გიული ალასანიამ.