ასეთი შემთხვევები იყო, ახლა სისტემური ხასიათი მიიღო - გახარია მისი მმართველობისას ოპონენტებზე თვალთვალს აღიარებს

17.08.21 17:26
ასეთი შემთხვევები იყო, ახლა სისტემური ხასიათი მიიღო - გახარია მისი მმართველობისას ოპონენტებზე თვალთვალს აღიარებს

პარტია ,,საქართველოსთვის" ლიდერი აღიარებს, რომ მისი პრემიერობის დროს ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს უთვალთვალებდა. ოპოზიციაში წასული გიორგი გახარია აცხადებს, რომ  დღეს თვალთვალმა სისტემური ხასიათი მიიღო. 

ყოფილმე პრემიერმა შესაბამისი კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ტვ პირველის ჟურნალისტი დაინტერესდა, უქმნიდა თუ არა დისკომფორტს მასზე განხორციელებული თვალთვალი და ჰქონდა თუ არა  მსგავს ფაქტს ადგილი მისი პრემიერობის დროს: 

ეს ქმნის სურათს, სახელმწიფო როგორ იყენებს რესურსებს საარჩევნოდ. ისევე როგორც წინა წლებში... არა. სხვაობას ხომ ხედავთ? მე ვამბობ, რომ ასეთი შემთხვევები იყო. ასეთ შემთხვევებში ჩვენ ვცდილობდით, რომ რეაქცია გვქონოდა. თუმცა, განსხვავება ის არის, რომ დღეს ამან უკვე სისტემური ხასიათი მიიღო. სისტემატურობა მდგომარეობს იმაში, იგივეა ახლა დღეს ჩოხატაურში, ჩვენს შემთხვევაში - განუცხადა დღეს გიორგი გახარიამ ტვ პირველს.

გიორგი გახარია წინასაარჩევნოდ გურიაში იმყოფება. მისი გუნდის წევრმა, კახა ქემოკლიძემ, დღეს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა იმის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო მასალა, როგორ უთვალთვალებს სუს-ი და პოლიცია პარტიის წარმომადგენლებს.