კარდენახში თავს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს დაესხნენ
კარდენახში თავს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს დაესხნენ. დაშავებულია ლევან მეტრეველი.
დაშავებული „პირველებთან“ ინტერვიუში ყვება, რომ „ქართული ოცნების“ ტიტუშკები მას მაშინ გაუსწორდნენ, როდესაც მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა თითქმის დასრულებული იყო. ლევან მეტრეველის თქმით, მას თავდამსხმელების ამოცნობა შეუძლია. ოპოზიციონერი ამბობს, რომ მას დაზიანებები სახის არეში აღენიშნება.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალური ლიდერი ამ წუთებში სამედიცინო დაწესებულებაში მიდის. სამედიცინო დახმარების შემდეგ გაირკვევა, რა სახის დაზიანებები აღენიშნება მას.