ივანიშვილს და კობახიძეს რამდენიმე კვირა დარჩათ, რომ მშვიდობიანად ჩაალაგონ ჩემოდნები - ანა დოლიძე
მინდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ მერაბ კოსტავას ხალხი, ჩვენ ვართ ზვიად გამსახურდიას ხალხი, ქაქუცა ჩოლოყაშილის ხალხი, გენერალ კვინიკაძის ხალხი, გიორგი ანწუხელიძის ხალხი, მარო მაყაშვილი ხალხი და ვერავითარი ჭონკა ვერ მოგვერევა ჩვენ, ასე მივალთ არჩევნებამდე, - ამ სიტყვებით მიმართა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ წალენჯიხაში შეკრებილ მოქალაქეებს, სადაც არტ მეურნეობის კულტურული საგანმანათლებო ცენტრის გახსნის ცერემონია იმართება.
ანა დოლიძემ ასევე მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ივანიშვილის ხელისუფლებას "ჩემოდნების ჩალაგებისკენ" მოუწოდა.
რამდენიმე კვირა დარჩა ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს იმ ფანჯარად, რომ მშვიდობიანა ჩაალაგონ ჩემოდანი და დაგვანებოს ეს ქვეყანა იმ ხალხს, რომელსაც ეს ქვეყანა გვიყვარს და რომელსაც ამ ქვყენის გადარცენა და აყვავება შეგვიძლია, - თქვა ანა დოლიძემ სიტყვით გამოსვლისას.