"თუ გინდათ, ვიყოთ ჭაობში, მაშინ ხმა "ოცნებას" უნდა მისცეთ" - ხაზარაძის მიმართვა მმართველი პარტიის ამომრჩევლებს
"ძლიერი საქართველოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ წალენჯიხაში "ოცნების" ამომრჩევლებს მიმართა და ის შეუსრულებელი დაპირებები შეახსენა, რომელიც ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის დროს გასცა.
ოპოზიციონერმა ლიდერმა მათ პირდაპირ უთხრა, რომ თუ აღარ სურთ ფუჭი დაპირებების მოსმენა და "ჭაობში ცხოვრება", მაშინ ხმა არა მმართველ პარტიას, არამედ კოალიცია "ძლიერ საქართველოს" უნდა მისცენ.
ჩემო ძვირფასებო, ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ, მაგრამ დაფიქრდით, 12 წელი ტყუილში ცხოვრება, 100 ქარხანა, უფასო ფული, ევროპას გავაკვირვებთ დემოკრატიით, სად არის ეს ყველაფერი? და თუ გინდათ, რომ ვიყოთ ჭაობში, მაშინ „ოცნებას“ უნდა მისცეთ ხმა, თუ გინდათ, რომ ნარკომანია არ არ მოისპოს, „ოცნებას“ უნდა მისცეთ ხმა, თუ გინდათ, რომ ამდენი ემიგრაცია გვქონდეს ქვეყანაში, „ოცნებას უნდა მისცეთ ხმა და თუ ეს არ გინდათ , მაშინ ხმა უნდა მისცეთ „ძლიერ საქართველოს“, - თქვა მამუკა ხაზარაძემ სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებშ წალენჯიხაში არტ მეურნეობის კულტურული საგანმანათლებო ცენტრის გახსნის ცერემონია იმართება, სადაც მოსახლეობას სიტყვით კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები მიმართავენ და მათ საკუთარ საარჩევნო პროგრამას აცნობენ.